ცხადდება კონკურსი კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების  უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+  გაცვლითი  პროგრამის (International Credit Mobility  KA 107 Program) ფარგლებში კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების  უნივერსიტეტში (ლიეტუა).  

მობილობა განხორციელდება 2022 წლის გაზაფხულზე.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები: მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში (4.5 თვის

განმავლობაში).

კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების  უნივერსიტეტი ასევე აცხადებს სტუდენტთა მობილობას ტრენინგის მიზნით.

მობილობა შეიძლება განხორციელდეს გაზაფხულის სემესტრის მანძილზე ან ზაფხულში.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები: მგზავრობა და ცხოვრება ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში (2 თვის განმავლობაში). 

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ცნობა  თსსუ-ში სწავლის თაობაზე;

უცხოური ენის  მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

აკადემიური  შეფასების საშუალო ქულა  (GPA); 

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობა  (პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა). 

დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: n.kandelaki@tsmu.edu; nkandelaki@hotmail.com  

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418

ტელ: (032) 254 24 51 

მობ.: + 593 35 24 19