ცხადდება კონკურსი ლიეჟის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ლიეჟის უნივერსიტეტში

ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული ანალიზი“ სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად  ლიეჟის უნივერსიტეტში (ბელგია).


მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობის ხანგრძლივობა - სამი თვე.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:


•          პასპორტის ასლი;

•          სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);

•          CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;

•          სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

•          ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: iad@tsmu.edu,  n.kandelaki@tsmu.edu

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში  2025 წლის 15 იანვარს, 15 საათზე.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.


ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451;