ცხადდება კონკურსი მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში

ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის ,,პედიატრია” რეზიდენტებისთვის ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 2 თვიანი მობილობის გასავლელად მილანის ბიკოკას უნივერსიტეტში  (იტალია).

მობილიობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე  (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი;

ცნობა რეზიდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);

CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა;

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu, n.kandelaki@tsmu.edu

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 3 დეკემბერს, 16 საათზე.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407.

ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451