ცხადდება მიღება ჟენევის უნივერსიტეტისა და გაეროს ჟენევის ოფისის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

ცხადდება მიღება ჟენევის უნივერსიტეტისა და გაეროს ჟენევის ოფისის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

ჟენევის უნივერსიტეტისა და გაეროს ჟენევის ოფისის მიერ ცხადდება მიღება 2027–2028 აკადემიური წლისთვის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - „ევროპული და საერთაშორისო მმართველობა“ (Master of Advanced Studies in European and International Governance – MEIG) 

პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სფეროში ცოდნის გაღრმავება და შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარება. პროგრამა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ თეორიული ცოდნა და განივითარონ პროფესიული კომპეტენციები ევროპული და საერთაშორისო მმართველობის მიმართულებით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) მიმღები ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, გათვალისწინებულია შეზღუდული რაოდენობის სტიპენდიები.

MEIG პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: https://www.meig.ch/

გაეცანით დამატებით ინფორმაციასა და სააპლიკაციო ფორმებს აქ.