ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით გამოცხადდა ნომინაციების მიღება საერთაშორისო კონკურსზე - „Bibliotheca Alexandrina International Award“ (ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საერთაშორისო ჯილდო).
2026 წლის კონკურსის თემაა: „Applications of Quantum Intelligence for Building a Sustainable Knowledge Society and Enhancing Human Well-Being“.
ჯილდო შეიძლება მიენიჭოს როგორც გამორჩეულ ინდივიდს, ასევე დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნულ სფეროში.
კანდიდატთა ნომინირება ხორციელდება შესაბამისი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა შესაბამისი დაწესებულებების მიერ, მათ შორის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიებისა და შესაბამისი საერთაშორისო თუ რეგიონული ასოციაციების მიერ.
ნომინაციები უნდა წარდგენილ იქნას ნომინაციის წერილის, კანდიდატის ბიოგრაფიის (CV), პასპორტის ასლის, კანდიდატის თანხმობისა და ნომინაციის დასაბუთების თანხლებით.
განაცხადების წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად ჯილდოს ოფიციალური პლატფორმის მეშვეობით.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით გამოცხადდა ნომინაციების მიღება საერთაშორისო კონკურსზე - „Bibliotheca Alexandrina International Award“ (ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საერთაშორისო ჯილდო).
2026 წლის კონკურსის თემაა: „Applications of Quantum Intelligence for Building a Sustainable Knowledge Society and Enhancing Human Well-Being“.
ჯილდო შეიძლება მიენიჭოს როგორც გამორჩეულ ინდივიდს, ასევე დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნულ სფეროში.
კანდიდატთა ნომინირება ხორციელდება შესაბამისი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი და სხვა შესაბამისი დაწესებულებების მიერ, მათ შორის უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიებისა და შესაბამისი საერთაშორისო თუ რეგიონული ასოციაციების მიერ.
ნომინაციები უნდა წარდგენილ იქნას ნომინაციის წერილის, კანდიდატის ბიოგრაფიის (CV), პასპორტის ასლის, კანდიდატის თანხმობისა და ნომინაციის დასაბუთების თანხლებით.
განაცხადების წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად ჯილდოს ოფიციალური პლატფორმის მეშვეობით.
განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.bibalex.org/INTERNATIONALAWARD/EN/HOME/HOME.ASPX