თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს ანტი-სტიგმა კამპანიას - დაინახე ყველაფერი. ის მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
კამპანიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თსსუ-ის სტუდენტებთან. შეხვედრაზე მოხდება, დისკუსიის გენერირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმის შესახებ.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
მაგული შაღაშვილი - გაეროს ბავშვთა ფონდი;
მაია შიშნიაშვილი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი.
კამპანია „დაინახე ყველაფერი“ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით.
თარიღი:5 დეკემბერს;
დრო: 15:00 საათზე;
ლოკაცია: თსსუ-ის მე-4 სასწავლო კორპუსი, 306 სალექციო აუდიტორია.