თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჰანოვერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ახორციელებს DAAD SDG ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტს „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“, რომლის ფარგლებში დაიწყო რეგისტრაცია არჩევით კურსზე „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“.
არჩევით კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის და ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების მეორე სემესტრის სტუდენტებს.
მსურველებმა უნდა შეავსონ სტუდენტის სარეგისტრაციო განცხადება ინგლისურ ენაზე (დანართი1) და წარმოადგინონ ორი პედაგოგის/ხელმძღვანელის რეკომენდაცია (დანართი 2).
სარეგისტრაციო განცხადება სტუდენტმა უნდა გააგზავნოს მეილზე: daad_sdg@tsmu.edu ფაილის სახელით „განცხადება-[სტუდენტის გვარი]“.
პედაგოგის/ხელმძღვანელის რეკომენდაცია პედაგოგმა/ხელმძღვანელმა უნდა გააგზავნოს მეილზე: daad_sdg@tsmu.edu ფაილის სახელით „რეკომენდაცია-[სტუდენტის გვარი]“.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 თებერვალი 22:00 სთ.
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან 2024 წლის 27 და 28 თებერვალს.
გასუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
სტუდენტებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. გერმანული ენის ცოდნა სავალდებულო არ არის, თუმცა დამატებით იქნება გათვალისწინებული შერჩევის პროცესში.
არჩევითი კურსი სტუდენტებს მოამზადებს შემდგომი ინდივიდუალური კვლევითი პროექტებისთვის. კურსის გავლის შემდეგ აირჩევა ყველაზე პერსპექტიული კანდიდატები, რომლებიც 2025 წელს შეძლებენ: ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში ყოველწლიურ LISA საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობას და 6-თვიანი ინდივიდუალური კვლევის პროექტის განხორციელებას თსსუ-ში.