დასაქმების ფორუმი - 2023

დასაქმების ფორუმი - 2023

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით 11 მაისს, 12 საათიდან 15 საათამდე თსსუ-ის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ,,დასაქმების ფორუმი-2023“.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო კომპანიები, რომლებიც წარადგენენ ვაკანსიებს სხვადასხვა მიმართულებით. 

ფორუმზე დასაქმების მსურველებს, როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოში მოქმედი წამყვანი კლინიკების, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიების ვაკანტურ პოზიციებს და წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.  

აღსანიშნავია, რომ  დასაქმების ფორუმი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ახალი  ვებ-გვერდის - sms.tsmu.edu/career  პრეზენტაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.,33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი #101. 

ტელეფონი : 032 2 54 24 00