3 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების მიზნით გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მიმართულებით მოქმედი დაწესებულებები.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი სამედიცინო კომპანია, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის აქტიურ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს.
დასაქმების ფორუმი ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ფოიეში.