2025 წლის 14 მარტს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება დავით იოსებაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „რკინის დეფიციტის კლინიკური მნიშვნელობა გულის ქრონიკული უკმარისობის მიმდინარეობაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ირმა მამაცაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ნინა ლოლაშვილი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ექსპერტები:
ვერა კაპეტივაძე - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თამარ ყანდაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თინათინ კირტავა - თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.