2022 წლის 24 ნოემბერს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება დავით მაისურაძის სადისერტაციო ნაშრომის „მეტაბოლური სინდრომით დაავადებულთა კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის ექოკარდიოგრაფიული საფუძვლები“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ალექსანდრე ქისტაური - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
დინარა კასრაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
შალვა პეტრიაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თეა გეგენავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.