2024 წლის 29 ნოემბერს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება დავით სუბელიანის სადისერტაციო ნაშრომის - „მხრის ძვლის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შედარებითი ანალიზი“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ლევან ჩიკვატია - თსსუ-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თორნიკე ნოზაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ლუხუმ ჭანტურია - მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მერაბ კაპანაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ლევან ქაჯაია - მედიცინის აკადემიური დოქტორი.