თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება, დნმ-ის დღესთან დაკავშირებით, გიწვევთ ხელოვნების ნამუშევრების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი განკუთვნილია ბიოსამედიცინო მიმართულებების ქართულ და უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის.
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები ნახატის ან ციფრული გრაფიკის სახით.
კონკურსის თემაა - „ბიობანკები და სიცოცხლე დაავადებების გარეშე“.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება ელ.ფოსტაზე: dnaday.art@gmail.com.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 18 აპრილი. გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდებიან 2025 წლის 25 აპრილს, დნმ-ის დღეს.
დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე.
ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
-პირველი ადგილი - 500 ლარი
-მეორე ადგილი - 300 ლარი
-მესამე ადგილი - 200 ლარი.
ფულად პრიზებს გამარჯვებულებს სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საზოგადოება გადასცემს.