დოქტორ სტენლი მიუზიკის სახელობის საჯარო ლექცია თსსუ-ში

დოქტორ სტენლი მიუზიკის სახელობის საჯარო ლექცია თსსუ-ში

16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) პარტნიორობით, თსსუ-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება დოქტორ სტენლი მიუზიკის სახელობის საჯარო ლექცია.

ლექციას წაიკითხავს CDC-ის დირექტორის მოადგილე და მთავარი სამედიცინო ოფიცერი (CMO), დოქტორი ჯენიფერ შუფორდი.

ლექციის თემა: „სად შეიძლება მედიცინამ გამოგზაუროს: ერთი ექიმის გზა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სერვისის სფეროში“.

ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც CDC-ის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები.

ლექცია განკუთვნილია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის, კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი პროფესიონალებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II საკონფერენციო დარბაზი.