2024 წლის 28 მაისს 11:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) I საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია.
მონაწილეობის ფორმა: ზეპირი (პრეზენტაცია) ან პოსტერული მოხსენება.
გთხოვთ, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა, 2024 წლის 3 მაისამდე, თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში წარმოადგინოთ მოხსენების სათაური, მონაწილეობის ფორმის მითითებით (ზეპირი/პოსტერული მოხსენება).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.
ტელეფონი 254 24 66