სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. „ვიტამინ D-ს გავლენა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის და ნერვული სისტემის განვითარებაზე ბავშვთა ასაკში“
• სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფ. ნუგზარ უბერი, ასოც. პროფ. სოფიო ბახტაძე
2. „მძიმე მეტალების მნიშვნელობა სხვადასხვა ნეირომოტორული დარღვევების განვითარებაში ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“
• სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფ. ნანა გელაძე, ასოც. პროფ. ქეთევან გოგბერაშვილი
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას სპეციალობაში და უცხოურ ენაში (ტესტირება, გასაუბრება).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა) (ივსება ადგილზე);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით
(ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 7 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 10:00 საათიდან 17:00საათამდე (შესვენება 13:15 საათიდან 140:0 საათამდე).
მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, III სართული, ოთახი № 313.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს (ტელ.: 254 24 66, ოთახი № 313).