დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!


სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:


1. რევმატოიდული ართრიტის ტოცილიზუმაბით მკურნალობის პროგნოზული ბიომარკერების შესწავლა.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; ასოცირებული პროფესორი ნინო ქიქოძე.  

2. პოსტკოვიდური სინდრომის კოგნიტურ-მნესტური და ემოციური დისფუნქციის შეფასება და ზოგიერთი პარაკლინიკური მახასიათებელი.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი მარინა ჯანელიძე. 

3. COVID 19 ინფექციის ზეგავლენა ძილსა და ქრონობიოლოგიურ რითმზე. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნათელა ოკუჯავა. 

4. ადგილობრივი ნერვული მიკროგარემოს როლი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების პროგრესირებაში და მისი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვან უჯრედულ მახასიათებლებთან.

თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი  -  პროფესორი გიორგი ბურკაძე.

5. თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების ზეგავლენით გამოწვეული ცრემლის გამოყოფის ინტენსივობისა და ოკულური სიმპტომების ცვლილებები COVID-19 ინფექციაგადატანილ პირებში.

თემის სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო კარანაძე; ასოცირებული პროფესორი დავით დელიბაშვილი.

6. გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების ეტიოლოგია, ეპიდემიოლოგია და მიმდინარეობის კლინიკური თავისებურებები ჰოსპიტალიზებულ პედიატრიულ პაციენტებში საქართველოში. 

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ივანე ჩხაიძე; აკადემიური დოქტორი მედიცინაში შოთა ცანავა. 

7. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიცოცხლის ხარისხის კვლევა საქართველოში მცხოვრებ იშვიათი გენეტიკური დაავადებების მქონე პაციენტებში. 

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თინათინ ტყემალაძე; ასისტენტ–პროფესორი ელენე ფაღავა. 

სამეცნიერო კონსულტანტი - თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი ელენე აბზიანიძე.

8. მიკროელემენტთა ცვლილებების შესწავლა ინტაქტურ, კარიესულ და შეჩერებული კარიესის მქონე კბილების მინანქარსა და დენტინში.  

სამეცნიერო ხელმძღვანელი -  პროფესორი მარინა მამალაძე.

9. საქართველოში ამბულატორიული სტომატოლოგიური მკურნალობის პროცესში სედაციისა და ზოგადი გაუტკივარების საჭიროების განსაზღვრისა და ორგანიზების ძირითადი ასპექტები.

სამეცნიერო ხელმძღვანელი -  პროფესორი მარინა მამალაძე.

10. კბილის პულპის შექცევადი ანთების მართვა ღეროვანი უჯრედებით დატვირთული ჰიდროგელის გამოყენებით. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიპაშვილი.

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ზურაბ კაკაბაძე.  

11. უსაფრთხო წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიის პროგრამის შეფასება აჭარის სკოლებში და მისი გავლენა ბავშვთა დიარეულ დაავადებებზე. 

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი ლევან ბარამიძე; აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლევან მეტრეველი. 

სამეცნიერო კონსულტანტი - ბეთანი კარუზო, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის როლინსის სკოლის ასისტენტ–პროფესორი.

12. სწრაფი კვების მზა კერძების მოხმარების როლის შეფასება სიმსუქნის ეპიდემიოლოგიურ კონცეფციაში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნანა მებონია; მაიკლ კაუდლი, გარემოს ჯანმრთელობის      მეცნიერების აკადემიური დოქტორი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი; ზიად კაზი - ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი.  

13. საქართველოში მოზარდი ვაზის პოლიფენოლები, როგორც ფერმენტ არომატაზას მაინჰიბირებელი პოტენციური წყარო. 

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჯოხაძე; სისტენტ–პროფესორი კობა სივსივაძე. 

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი თამაზ მურთაზაშვილი.

14. ანთების საწინააღმდეგო, აქროლადი ტრანსდერმული მიწოდების სისტემების   ფორმულაცია, ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია და ბიოლოგიური შეფასება. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ალიოშა ბაკურიძე.  

15. დუალერ G-ის მიზანმიმართული მიწოდების - საინჰალაციო  ლიპოსფეროების ფორმულაცია, ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია და ბიოფარმაცევტული შეფასება.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე; ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაკურიძე.  

 

კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას სპეციალობაში და ინგლისურ ენაში (ტესტირება, გასაუბრება).


შენიშვნა: ინგლისურ ენაში გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2021 წლის 7 ოქტომბრის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/15 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესის“ პირველი მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედ სერტიფიკატს  (https://tsmu.edu/ts/content/2/50/12/30/0/0).   


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

9. ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედი სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა 35 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2021 წლის 7 ოქტომბრის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/15 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი  გაცემული უნდა იყოს ენების ფლობის საერთო ევროპული წესის (CEFR) შესაბამისად. ამასთან, TOEFL iBT – ის მინიმალური ზღვარი შეადგენს 79 ქულას, IELTS Academic-ის – 6.5-ს, „Cambridge English”-ის – 176 ქულას; სერტიფიკატი „Cambridge English” გაცემული უნდა იყოს დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატში „Cambridge English” ქულა მითითებული არ არის, მაშინ დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი „Cambridge English: Advanced (CAE). ამასთან, სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს  დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში (https://tsmu.edu/ts/content/2/50/12/30/0/0).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 4 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.