დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. ენდომეტრიუმის ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნეების რეციდივისა და მეტასტაზირების ფენოტიპური მახასიათებლები

სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი რიმა ბერიაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი –   პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია  

2. ანდროგენული რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებები საკვერცხისა და ძუძუს  ეპითელურ სიმსივნეებში და მათი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვანუჯრედულ მახასიათებლებთან

სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე

სამეცნიერო კონსულტანტი –  პროფესორი გიორგი ბურკაძე

3. რევმატოიდული ართრიტის დროს მუხლის სახსრის ადგილობრივი პროლიფერაციულ-აპოპტოზური მარკერების, ჰორმონული რეცეპტორებისა და იმუნური პასუხის თავისებურებანი

სამეცნიერო ხელმძღვანელი – თსსუ–ის ემერიტუსი, პროფესორი ელენე (დოდო)   ქართველიშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი –  პროფესორი გიორგი ბურკაძე

4. გლუკოკორტიკოიდის, სილიკონის, სილოქსანის და ჰეპარინის ეფექტიანობის შესწავლა პოსტოპერაციულ ნაწიბურებზე

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია; ასოცირებული პროფესორი სოფიო გიორგაძე

სამეცნიერო კონსულტანტი –  ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე  

5. ორსულებში SARS COV2  /COVID-19/ ინფექციის მიმდინარეობის  თავისებურებები,  მისი  გავლენა ორსულობის  გამოსავალზე და ახალშობილის ჯანმრთელობის   მდგომარეობაზე  

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი პლატონ მაჭავარიანი; ასოცირებული პროფესორი ირინე კორინთელი 

6. COVID-19-ის  შემდგომი აუტოიმუნური, რევმატული გამოვლინებები საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა პოპულაციის მაგალითზე

სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე

7. ცისტური ფიბროზის კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები საქართველოს ბავშვთა პოპულაციაში

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნანი ყავლაშვილი; მედიცინის აკადემიური დოქტორი დოდო აგლაძე   

8. გალექტინ-3 და ექოკარდიოგრაფიული პარამეტრების პრედიქტორული მნიშვნელობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროგნოზირებისთვის ახალი კორონავირუს-19 დაავადების დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნონა კაკაურიძე 

სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი ლევან რატიანი    

9. COVID 19-ის მიმდინარეობა და გამოსავალი ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში

სამეცნიერო ხელმძღვანელი –  პროფესორი ელიზა ვაშაკიძე

10. COVID 19-ის მიმდინარეობის თავისებურებები და გამოსავალი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი ელიზა ვაშაკიძე; პროფესორი ელენე გიორგაძე

11. მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებლობები შარდის ბუშტის კიბოს კუნთოვან შრეში ინვაზიურობის შეფასებასა და განმეორებითი ტრანსურეთრული რეზექციის საჭიროების პროგნოზირებაში

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი დავით ქოჩიაშვილი; მედიცინის აკადემიური დოქტორი მარიამ ქუთათელაძე

12. პერინატალური პერიოდის დედათა და ბავშვთა ავადობის სტრუქტურა და ორსულთა  ქცევითი რისკ-ფაქტორები

სამეცნიერო ხელმძღვანელი –  ასოცირებული პროფესორი ეკატერინე  მირველაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი – ბესარიონ ტყეშელაშვილი

კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 6 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.