დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. სელექციური ნეოგლიკოპროტეინების როლი ფარმაკოთერაპიული საშუალებების ტოქსიკურობისა და მათდამი მდგრადობის განსაზღვრისათვის ვისცერული ლეიშმანიოზის დროს

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი ნინო ხვიტია

ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი გალინა სუკოიანი

2. ბერბერინის ჰიდროქლორიდის ლიპოსომური ბუკალური ფირფიტების ანტიათეროგენული ეფექტის შეფასება მონოთერაპიისას და როზუვასტატინთან კომბინაციაში ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მოდელში

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი მაია ოკუჯავა

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ალიოშა ბაკურიძე

3. კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დინამიკა და სისხლის რეოლოგიური ცვლილებები არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების დროს

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე

ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა

4. მუხტისა და ჰიდროფობულობის გავლენა ფაგის იმუნოგენობასა და ორგანიზმში დაყოვნების ხანგრძლივობაზე.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე

მედიცინის აკად. დოქტორი ბესარიონ ლასარეიშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი მარინე თედიაშვილი

5. ჰიალურონის მჟავას ზემოქმედების შესწავლა დაბერებასთან დაკავშირებულ მორფოფუნქციურ მახასიათებლებზე ექსპერიმენტული ოქსიდაციური სტრესის პირობებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ლუიზა გაბუნია

ასოცირებული პროფესორი მაია მათოშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი ნინო ფრუიძე

6. ინფრაწითელი სხივის მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის მარკერული როლი პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკაში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ხუსკივაძე

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ბესარიონ ფარცვანია (სტუ)

7. მელატონინის რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებანი საკვერცხის ეპითელურ სიმსივნეებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი ზაზა ბოხუა

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე

8. ანთების ბიომარკერების როლი სტერნოტომიის შემდგომი ჭრილობის ღრმა ინფექციის განვითარების პრევენციაში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ზაზა დემეტრაშვილი

მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა კაციტაძე

სამეცნიერო კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი

9. დიარეით მიმდინარე ნაწლავთა ინფექციების ეტიოლოგია, ანტიბიოტიკორეზისტენტობა და კლინიკური მიმდინარეობა საქართველოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი მანანა ხოჭავა

მედიცინის აკადემიური დოქტორი ლილე მალანია

10. კინეზოთერაპიის, ფიზიოთერაპიისა და გახანგრძლივებული ანესთეზიის კომპლექსური გამოყენების ეფექტურობა ხერხემლის პოსტოპერაციული სინდრომის მკურნალობაში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი გიორგი (გოჩა) ინგოროყვა

პროფესორი დავით ტატიშვილი

11. შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების პირის ღრუს ორთოპედიული სტატუსი და ედენტულიზმის მაპროვოცირებელი რისკ-ფაქტორები.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი სამსონ მღებრიშვილი

პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე

კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის ფორმა – ტესტური და გასაუბრება).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 6 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური ფორმით (pdf ფაილი).

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.