სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი თემატური მიმართულებებით:
1. „თავის ტკივილი“ - 2 ადგილი (ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის დეპარტამენტი)
2. „ბაქტერიული სეფსისის დიაგნოსტიკა და მართვა“ – 2 ადგილი (ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი)
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და უცხოურ ენაში* (გამოცდის ფორმა – ტესტური და გასაუბრება).
*სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დროს დგინდება უცხო ენის ფლობის დონე, რაც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით პროგრამაზე პირის მიერ ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე, ან ერთ-ერთი დასავლეთევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე.
2. ინდივიდუალური სადოქტორო კვლევის პროექტი თემატური მიმართულების შესაბამისად. სადოქტორო კვლევის პროექტში უნდა აისახოს:
- სადოქტორო კვლევის პროგრამის სახელწოდება, შესაბამისი დარგი/სპეციალობა;
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- საკვლევი პრობლემის აქტუალობა;
- თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;
- დაგეგმილი კვლევის სამეცნიერო სიახლე;
- კვლევის მიზანი;
- კვლევის ამოცანები;
- კვლევის მასალა და მეთოდები;
- კვლევის მოსალოდნელი შედეგები;
- კვლევის პროგნოზული თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა;
- ხარჯთაღრიცხვა;
- შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და ა.შ კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულებაში.
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი.
5. შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია (სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით), ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
6. პირადობის მოწმობის ასლი.
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით).
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური ფორმით (pdf ფაილი).
განცხადების ნიმუში თან ერთვის (დანართი 1).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.