დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი თემატური მიმართულებებით: 

1. „დღენაკლულობის  დეტერმინაციული ფაქტორები და მათი მოკლე და საშუალო ვადიანი შედეგები საქართველოში - დაბადების ეროვნულ რეგისტრზე დაფუძნებული კვლევა“   “ – 1 ადგილი (ნეონატოლოგიის დეპარტამენტი);

2. „ახალი თაობის ბეტა-ბლოკატორების იმუნომოდულატორული მოქმედების სამიზნეები“ –  1 ადგილი (სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი, ფიზიკისა და  ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

3. „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, სიცოცხლის და სამედიცინო სერვისების ხარისხის ინდექსის შეფასება (HAQ) საქართველოსა და ბულგარეთის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში, ეფექტური მართვისა და მონიტორინგის სისტემის მოდელირება“ –  2 ადგილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის   დეპარტამენტი);

4. „საქართველოში სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ შხამქიმიკატებთან კონტაქტის მქონე პირების იმუნო-ბიოლოგიური სტატუსის შეფასება“ – 1 ადგილი (ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი);

5. „თამბაქოს კონტროლის არსებული პოლიტიკის გავლენა ზოგიერთი არაინფექციური დაავადების მიმდინარეობაზე საქართველოში“ – 2 ადგილი (ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი).

დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას;

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და უცხოურ ენაში* (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).

*სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დროს დგინდება უცხო ენის ფლობის დონე, რაც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით პროგრამაზე პირის მიერ ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე, ან ერთ-ერთი დასავლეთევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე.

2. ინდივიდუალური სადოქტორო კვლევის პროექტი თემატური მიმართულების  შესაბამისად.  სადოქტორო  კვლევის  პროექტში უნდა აისახოს: 

- სადოქტორო კვლევის პროგრამის სახელწოდება, შესაბამისი დარგი/სპეციალობა;

- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

- საკვლევი პრობლემის აქტუალობა;

- თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა;

- დაგეგმილი კვლევის სამეცნიერო სიახლე;

- კვლევის მიზანი;

- კვლევის ამოცანები;

- კვლევის მასალა და მეთოდები;

- კვლევის მოსალოდნელი შედეგები;

- კვლევის პროგნოზული  თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა;

- ხარჯთაღრიცხვა;

- შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და ა.შ კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულებაში.

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5.  შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია (სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით), ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 20 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით 11:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმით (pdf ფაილი). 

განცხადების ნიმუში თან ერთვის (დანართი 1)

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313.

ტელელფონი: +995 32 2 54 24 66