სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. „მცენარეული ბოჭკოს ეფექტი ზედა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების კლინიკურ მდგომარეობასა და სიცოცხლის ხარისხზე“
• სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი გელა სულაბერიძე
ასოც. პროფესორი მაია ოკუჯავა
2. „მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის მკურნალობა დიდი წვივის ძვლის მაღალი სოლისებრი ღია ძვალკვეთითა და ართროსკოპიული ქონდროპლასტიკით“
• სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი თორნიკე ნოზაძე
3. „საქართველოში გავრცელებული ვაზის ზოგიერთი ჯიშის ყლორტების პოლიფენოლების მამოდულირებელი გავლენა სტატინების ფარმაკოკინეტიკასა და ჰიპოლიპიდემიური ეფექტის პოტენცირებაზე“
• სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამაზ მურთაზაშვილი
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ მითაგვარია
კონსულტანტი – პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა) (ივსება ადგილზე);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. რეზიუმე (CV) ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში, ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 10:00–დან 17:00სთ–მდე (შესვენება 13:15–დან 14:00 სთ–მდე).
მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, VIII სართული, ოთახი № 817.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს (ტელ.: 254 24 66, ოთახი № 817).