დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. გულის ემბრიოგენეზის თავისებურებანი ორსულობის პირველ ტრიმესტრში სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების გათვალისწინებით.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი; ასისტენტ-პროფესორი  მარინა ფაილოძე.

2. გულის ემბრიოგენეზის  თავისებურებანი ორსულობის 18-დან 22 კვირის ვადამდე სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი; ასისტენტ-პროფესორი  მარინა ფაილოძე.

3. სელექციური  ნეოგლიკოპროტეინების  როლი  ფარმაკოთერაპიული  საშუალებების ტოქსიკურობისა და მათდამი მდგრადობის განსაზღვრისათვის ვისცერული ლეიშმანიოზის  დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ხვიტია; ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი გალინა სუკოიანი.

4. სისტემური ანთებითი პასუხის და ლიპიდური პროფილის შესწავლა კოლხიცინის და როზუვასტატინ/ეზეტიმიბის ერთობლივი გამოყენებისას ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნათია გამყრელიძე.

5. ბერბერინის ჰიდროქლორიდის ლიპოსომური ბუკალური ფირფიტების ანტიათეროგენული ეფექტის შეფასება მონოთერაპიისას და როზუვასტატინთან კომბინაციაში ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მოდელში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი -  პროფესორი მაია ოკუჯავა;

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი ალიოშა ბაკურიძე.

6. მელანოციტური ჰიპერპლაზიების, მელანოციტური ხალების (ნევუსების) ჰეტეროგენულობა, რეციდივისა და პროგრესიის მარკერები.

სამეცნიერო ხელმძღვანელი -   ასოცირებული პროფესორი თამარ სალაძე;

სამეცნიერო კონსულტანტი - პროფესორი გიორგი ბურკაძე.

7. ციტოკინები და ზრდის ფაქტორები, როგორც კოლორექტული სიმსივნის პროგრესირებისა და მეტასტაზირების ბიომარკერები.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია; ასოცირებული პროფესორი არჩილ ალადაშვილი. 

8. სისტემური ანთების მარკერების პროგნოზული მნიშვნელობა მწვავე რესპირატორული დისტრესის მქონე პაციენტებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი; პროფესორი ლევან რატიანი.

სამეცნიერო კონსულტანტი - ბერნარდ ბონოტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტის პროფესორი (საფრანგეთი).

9. ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებში სეფსისის პროგნოზული მარკერები და სისტემური ანთების მათემატიკური მოდელირება.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი  ნონა ჯანიკაშვილი; ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ ოდიშარია (თსუ).  

სამეცნიერო კონსულტანტი  -  ასოცირებული პროფესორი თამარ გეგეშიძე.  

10. ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გენეტიკური დახასიათება და მკურნალობის ტაქტიკა რეანიმაციულ პაციენტებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ დიდბარიძე; ასისტენტ-პროფესორი ელენე პაჭკორია. 

სამეცნიერო კონსულტანტი -  პროფესორი ლევან რატიანი.

11. ვირუსული პათოლოგიის როლი წითელი ბრტყელი ლიქენის განვითარებასა და სათანადო თერაპიული ალგორითმის შემუშავებაში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი -  პროფესორი ალექსანდრე კაციტაძე.

12. კორტიკოსტეროიდული თერაპიის როლი მწვავე პანკრეატიტის მკურნალობასა და გართულებების პრევენციაში. 

სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი ასათიანი.

13. კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დინამიკა და სისხლის რეოლოგიური ცვლილებები არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი ვერა კაპეტივაძე; ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა.  

14. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორეული პრევენციის  ადაპტირებული მოდელის და სარეაბილიტაციო პროგრამის ეფექტურობა გულის იშემიური დაავადების მქონე პირებში.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ლელა მასხულია; პროფესორი არჩილ უნდილაშვილი

სამეცნიერო კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი თეა ქოჩორაძე-მარღიშვილი.

15. ცელიაკიის გავრცელება და მიმდინარეობის თავისებურებები საქართველოს ბავშვთა პოპულაციაში

სამეცნიერო ხელმძღვანელი  -  ასოცირებული პროფესორი ქეთევან გოგბერაშვილი  

სამეცნიერო კონსულტანტი  -  მიხაელ ლენცე - პროფესორ-ემერიტუსი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი 

16. პოსტინსულტური კოგნიტურ-მნესტიური დისფუნქციის პრედიქტორები და დიაგნოსტიკური ასპექტები.

სამეცნიერო ხელმძღვანელი -  პროფესორი მარინა ჯანელიძე.

17. ანთებითი მარკერების როლი აუტიზმის სპექტრის დარღვევების დროს.

სამეცნიერო ხელმძღვანელი -  პროფესორი სოფიო ბახტაძე.


კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 11 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური ფორმით (pdf ფაილი). 

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, მე-3 სართული, ოთახი №313. ტელ.: 254 24 66.