სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:
1. „პლატინის ნანოგელის შემუშავება და მისი გამოყენება ერლიხის სიმსივნის სამკურნალოდ ცხოველებში“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ზურაბ კაკაბაძე; პროფესორი ლიანა კიკალიშვილი
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი ალიოშა ბაკურიძე
2. „ენდომეტრიული სტრომული სიმსივნეების ფენოტიპური თავისებურებანი და პროგრესიის რისკის მახასიათებლები“
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი გიორგი ბურკაძე
3. „ექოჰისტეროსალპინგოგრაფიის მნიშვნელობა ფალოპის მილების გამტარობის დარღვევის კომპლექსურ რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაში“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ოთარ ურუშაძე
პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია
4. „სისხლში ტყვიის არსებობის/კონცენტრაციის გავლენა პარკინსონის დაავადების განვითარებასა და კლინიკურ მიმდინარეობაზე“
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ირინე ხატიაშვილი
5. „ფსიქიკური ფაქტორების დადგენა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე; პროფესორი თამარ ყანდაშვილი
6. „ენდომეტრიუმის მიკროგარემოს ჰორმონული, პროლიფერაციულ–აპოპტოზური და ადგილობრივი იმუნური რეაქციების თავისებურებები ენდომეტრიუმის სიმსივნისწინარე და სიმსივნურ პათოლოგიებში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი ზაზა ბოხუა
7. „კბილთა ექსტრაქციის შემდგომი ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის თანამედროვე ასპექტები“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე
სამეცნიერო კონსულტანტი – პროფესორი თამარ სანიკიძე
8. „წამლის რაციონალური და ხარჯთ–ეფექტური გამოყენება საქართველოს სადაზღვევო სისტემის პირობებში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნათია კვიჟინაძე
სამეცნიერო კონსულტანტი – ასოცირებული პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე
კონკურსი მოიცავს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,
ბ) გამოცდას სპეციალობაში და უცხოურ ენაში (ტესტირება, გასაუბრება).
შენიშვნა: უცხოურ ენაში, კერძოდ, ინგლისურ ენაში გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2021 წლის 7 ოქტომბრის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/15დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესის“ პირველი მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედ სერტიფიკატს (https://tsmu.edu/ts/content/2/50/12/30/0/0).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;
2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);
3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;
5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. პირადობის მოწმობის ასლი;
7. CV ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);
8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.
9. ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედი სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა 35 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2021 წლის 7 ოქტომბრის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/15 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021 წლის შემოდგომისსემესტრიდან ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და დოქტორანტურაში ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ენების ფლობის საერთო ევროპული წესის (CEFR) შესაბამისად. ამასთან, TOEFL iBT – ის მინიმალური ზღვარი შეადგენს 79 ქულას, IELTS Academic-ის – 6.5-ს, „Cambridge English”-ის – 176 ქულას; სერტიფიკატი „Cambridge English” გაცემული უნდა იყოს დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატში „Cambridge English” ქულა მითითებული არ არის, მაშინ დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი „Cambridge English: Advanced (CAE). ამასთან, სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში (https://tsmu.edu/ts/content/2/50/12/30/0/0).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 12 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ–კვირის გარდა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: n.vepkhvadze@tsmu.edu
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართები).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66