დოქტორანტობის მსურველთა საყურადღებოდ !!!

დოქტორანტობის მსურველთა საყურადღებოდ !!!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. ,,ყალში დახრჩობის ექსპერტიზისათვის დიატომების სახეობების შესწავლა საქართველოს აკვატორიაში"

სამეცნიერო ხელმძღვანელი  -   პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი        

2. ,,კუჭის კიბოსა და კიბოსწინარე პროცესების ფენოტიპური თავისებურებანი და პროგრესიის მახასიათებლები"

სამეცნიერო ხელმძღვანელი  -   ასოცირებული პროფესორი გიორგი დიდავა

3. ,,D ვიტამინის პრევენციული და მაკორეგირებელი მოქმედება ანტიოქსიდაციურ სისტემებზე და სისხლის  რეოლოგიურ  მდგომარეობაზე სტრეპტოზოტოცინით ინდუცირებული ექსპერიმენტული დიაბეტის დროს"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი მანანა ნამორაძე; ასოცირებული პროფესორი ნინო ჩარკვიანი

სამეცნიერო კონსულტანტი    –   ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა 

4. ,,ფილტვის მეტასტაზური სიმსივნეების იმუნოთერაპიული მკურნალობის იმუნურ პასუხთან ასოცირებული გვერდითი ეფექტები: ეპიდემიოლოგია და მართვა"

სამეცნიერო ხელმძღვანელი  –  პროფესორი თინათინ ჩიქოვანი

5. ,,რეოლოგიური პარამეტრების შეფასება  გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:   პროფესორი თამარ ყანდაშვილი; ასისტენტ-პროფესორი მაია მანწკავა   

სამეცნიერო კონსულტანტი  -   მედიცინის აკადემიური დოქტორი მაია გოცაძე

6. ,,ხარისხიანი რადიოლოგიური კვლევის ოპტიმალური აპარატურული რეჟიმის შერჩევის ალგორითმი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს"

სამეცნიერო ხელმძღვანელი  -   ასოცირებული პროფესორი გრიგოლ ნემსაძე  

7. ,,სოციალური ურთიერთობების ციფრული ფენოტიპი ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში"

სამეცნიერო  ხელმძღვანელი  -   ასოცირებული პროფესორი ეკა ჭყონია

8. ,,ღამის ცვლაში მუშაობის უშუალო და კუმულაციური გავლენა კოგნიტურ ფუნქციებსა და  ქრონობიოლოგიურ რითმზე ახალგაზრდა პოპულაციაში"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი მარინა ჯანელიძე; ასისტენტ-პროფესორი რუსუდან მხეიძე

9. ,,სელექციური და პირდაპირ სელექციური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის ეფექტურობის განსაზღვრა გლაუკომის არამედიკამენტოზურ მართვაში"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:   თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი მერაბ დვალი; მედიცინის დოქტორი იორამ სოლბერგი (ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი)

10. ,,კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენის შესწავლა-შეფასება ახალგაზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობით სტატუსზე და კვებითი ქცევის სოციალური მოდელირება"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე; პროფესორი ალექსანდრე სიროტკინი (კონსტანტინე ფილოსოფის ნიტრას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი)

11. ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის სტრატეგიის შესწავლა-შეფასება და ადაპტირებული პროგრამების მოდელირება"   

სამეცნიერო ხელმძღვანელი -   პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე

სამეცნიერო კონსულტანტი  -   პროფესორი ლელა მასხულია

12. ,,ჯანდაცვის სისტემაში პირის ღრუს ჯანმრთელობის სტრატეგიის შესწავლა- შეფასება, ჯანმრთელობითი რისკების მართვა და ახალი სტრატეგიის მოდელის შემუშავება"

სამეცნიერო ხელმძღვანელი  -  პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე

სამეცნიერო კონსულტანტი  -   პროფესორი მარინა მამალაძე

13.  ,,ფარმაციის  რეგულირების საფუძვლები საქართველოში"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი ბიძინა ზურაშვილი; პროფესორი ალიოშა ბაკურიძე  

სამეცნიერო კონსულტანტი   -   ასისტენტ-პროფესორი ნანა დუღაშვილი

14. ,,ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო მკურნალობით განპირობებული სტრესის გავლენა დაავადებული პირის რეაბილიტაციის ეფექტურობაზე და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე"

სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი ნინო ვეფხვაძე; ასოცირებული პროფესორი ზეინაბ სოფრომაძე   

კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას;

ბ) გამოცდას - სპეციალობაში (გამოცდის ფორმა – ტესტური) და ინგლისურ ენაში (გამოცდის  ფორმა – ტესტური და გასაუბრება).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე;

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 22 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით 10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა)      თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში მატერიალური და ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1_2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: +995 32 254 24 66.