ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში  ცხადდება კონკურსი საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისათვის

ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისათვის

ცხადდება კონკურსი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში  ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია).

მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტების მობილობა კრედიტების დაგროვებით ( credit mobility). 

მობილობის  ხანგრძლივობა:  5 თვე, მობილობის დასაწყისი –2022 წლის გაზაფხულის სემესტრი;

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

•ნიშნების ამონაწერი GPA (ინგლისურ ენაზე)

•ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  დოკუმენტი B2 დონე

•CV ფოტოსურათით-ევროპულ ფორმატში (ინგლისურ ენაზე)

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის  პირველადი შემოწმება  და  ნომინაცია  მოხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერაზმუს + პროგრამის კოორდინატორის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატთან შეთანხმებით.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418, ელ.ფოსტა n.kandelaki@tsmu.edu

მონაწილეთა საბოლოო შერჩევა და სტიპენდიის მინიჭება ხდება მასპინძელი  უნივერსიტეტის მიერ.

დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა -3 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ