15, 16 და 17 ოქტომბერს, ერაზმუსის საერთაშორისო დღეებთან ( #Erasmusdays2020) დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერასმუს + ოფისი იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს.
პირველი შეხვედრა ჩატარდება 15 ოქტომბერს 15:00 საათზე
შეხვედრებზე განიხილება Erasmus+ გაცვლით პროგრამებში (International Credit Mobility – ICM KA 107) მონაწილეობის საკითხები.
სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: ერთსაფეხურიანი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამის სტუდენტები, ასევე რეზიდენტები.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, I სართული, თსსუ ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“.