ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის  „Horizon Europe“ სამუშაო ჯგუფის ფორმირება

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „Horizon Europe“ სამუშაო ჯგუფის ფორმირება

მოგეხსენებათ, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამასთან „Horizon Europe” ასოცირების ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების საფუძლელზე საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად სრულად ჩაერთოს პროგრამის  განხორციელების სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის პროგრამული კომიტეტების მუშაობასა და სამუშაო პროგრამების შემუშავების პროცესშიც. 

დაგეგმილია ოთხი ახალი სამუშაო ჯგუფის შექმნა პროგრამის ოთხი მისიის შესაბამისად: 

1. ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან, სოციალური ტრანსფორმაციის ჩათვლით 

2. ჯანსაღი ოკეანეები, ზღვები, სანაპირო და შიდა წყლები 

3. კლიმატ-ნეიტრალური და ჭკვიანი ქალაქები 

4. ნიადაგის ჯანმრთელობა და სურსათი 

ნომინირებული კანდიდატები ჩართული იქნებიან მისიების მომზადებისა და განხორციელების პროცესში და შეუწყობენ ხელს ეროვნული კონტექსტის და შესაძლებლობების გათვალისწინებას მისიებზე მუშაობისას. მისიების ჯგუფებში მუშაობა წარიმართება ინგლისურ ენაზე. 

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ფოსტაზე:  RTD-PC-NOMINATIONS@ec.europa.eu  მიმდინარე  წლის 14 დეკემბრის 14:00 საათამდე.