2025 წლის 10 დეკემბერს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ქსელის - COST საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების მიზანია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის COST-ის საქმიანობის, დაფინანსების მექანიზმების, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ქსელურ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობების გაცნობა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას COST-ის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე. პარალელურად განხილული იქნება COST-ის აქციებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება და წარმატებული მაგალითები.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგება ბრიუსელის COST ასოციაციის სამეცნიერო ოფიცერი ბიოსამედიცინო და მოლეკულური ბიომედიცინის მიმართულებით - ინგა დადეშიძე.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33., თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I საკონფერენციო დარბაზი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 5 დეკემბერი
რეგისტრაციის ფორმა იხილეთ აქ