ევროკავშირის საგრანტო ჩარჩო პროგრამის  „ჰორიზონტი ევროპას“ განაცხადის წერის ტრენინგი

ევროკავშირის საგრანტო ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპას“ განაცხადის წერის ტრენინგი

2026 წლის 2-4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება „ჰორიზონტი ევროპა“-ს საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგი“.

ტრენინგი ფოკუსირებული იქნება „ჰორიზონტი ევროპა“-ს მეორე სვეტის (Pillar II) კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე, თუმცა ის ასევე მოიცავს ფონდის სხვა ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა მარი სკლადოვსკა - კიურის (MSCA) პროგრამები.

ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია:

• ინდივიდუალური საპროექტო წინადადებების განხილვა და ანალიზი;

• საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბების პრინციპები

• ბიუჯეტის შედგენის ეტაპები და პრინციპები

ტრენინგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ისე ეროვნული საკონტაქტო პირებისთვისაც (NCPs).

სამუშაო ენა: ინგლისური.

შერჩევის წესი: მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, III საკონფერენციო დარბაზი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

რეგისტრაციის ბმული:

https://horizoneurope-georgia.service-facility.eu/