ევროკავშირის საგრანტო კონკურსი საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის ფარგლებში

ევროკავშირის საგრანტო კონკურსი საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის ფარგლებში

საქართველოში DAAD-ის რეგიონალური წარმომადგენლობა იწყებს განაცხადების მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო კონკურსზე „Support to Georgia’s Researchers’ Mobility”.

პროექტის მიზანია საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსზე განაცხადები მიიღება ნებისმიერი სამეცნიერო სფეროდან. 

სასწავლო ვიზიტი შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში 2023 წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ გრანტი იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ დოქტორის ხარისხი ან მკვლევარად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება. 

მობილობის ხანგრძლივობაა სამი თვე, დაფინანსება შეადგენს 15 000 ევროს (თვეში 5000 ევრო). განაცხადი უნდა იყოს შედგენილი ინგლისურ ენაზე, ხოლო სააპლიკაციო მოთხოვნები მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

ონლაინ სააპლიკაციო ფორმა,

აპლიკანტის CV,

გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი,

პროექტის მოკლე მიმოხილვა აბსტრაქტთან ერთად,

პროექტის განაცხადი,

პროექტის სამუშაო გეგმა,

ევროკავშირის მასპინძელი ინსტიტუტიდან დადასტურების წერილი,

PhD დიპლომის ასლი/რეკომენდაცია დამსაქმებლისგან,

მხარდაჭერის წერილი ადგილობრივი ორგანიზაციისგან,

ნებისმიერი სხვა დამხმარე დოკუმენტი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2022

აპლიკაციის შესავსებად გთხოვთ ეწვიოთ DAAD-ის ვებ გვერდს https://www.eu-research.ge/guideline 

დეტალური ინფორმაცია:  https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement

DAAD საქართველო გისურვებთ წარმატებას!