ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ – ს  შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ – ს შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2018 წლის 7 დეკემბერს 15:00 სთ-ზე, თსსუ-ის IV სასწავლო კორპუსის, მე-6 სართულის აუდიტორიაში იგეგმება ფარმაცევტული კომპანია „გეფა“–ს წარმომადგენლების შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან. 

შეხვედრის მიზანია ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  სასწავლო პროცესზე მორგებული, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შეთავაზება.

ღონისძიების დასასრულს, წარმატებული სტუდენტები, რომელებიც სტაჟირებას გადიან ან დასაქმებულნი არიან აღნიშნულ კომპანიაში, დაჯილდოვდება კომპანიის სახელობის სტიპენდიით  და გადაეცემა სერტიფიკატი.