2020 წლის 4 დეკემბერს 14:00 საათზე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციური წესით.
დღის წესრიგი:
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტის მიღწევების შეფასების წესში შესატანი ცვლილებების შესახებ.
/მომხ. თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირინა კვაჭაძე/
2. 2021/2022 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების მისაღები რაოდენობის, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის განსაზღვრის შესახებ.
/მომხ. ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე/
3. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “ვერცხლის ბიონანოპრეპარატების დიზაინი, ტექნოლოგია და ბიოლოგიური შეფასება“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ალიოშა ბაკურიძე - თსსუ ფარმაცევტული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
დემეთ აქინი - ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი;
/მომხს. ფარმაცევტული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე/
4. თსსუ ფარმაციის ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
/მომხ. ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ- პროფესორი ანა ბოჟაძე/
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს – „ორგანული ქიმია კითხვებსა და პასუხებში“ განხილვა
/მომხ. კურიკულუმის კომიტეტის თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჯოხაძე/
6. ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ
/მომხ. სამეცნიერო მუშაობის კორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ–პროფესორი ია წურწუმია/
7. სხვადასხვა