ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის  საბჭოს სხდომა

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 დეკემბერს 16:00 სთ-ზე,  თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა.  

დღის წესრიგი

  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული მაგისტრების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ – მომხსენებელი დეკანი, პროფესორი ლ. მასხულია;
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა გამოკითხვის  შესახებ - მომხსენებელი  თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ი. კვაჭაძე
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტების უფლებამოსილების შესახებ – მომხსენებელი დეკანი, პროფესორი ლ. მასხულია;
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის სხდომის  შესახებ - მომხსენებელი ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი გ. სანადირაძე.
  • საექთნო საბაკალავრო პროგრამების კურიკულუმის კომიტეტის სხდომის  შესახებ - მომხსენებელი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მ. ჯღარკავა;
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის პროგრამების აკრედიტაციის სამუშაო ჯგუფის მიმდინარე საქმიანობის შესახებ - მომხსენებელი დეკანი, პროფესორი ლ. მასხულია;
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტიპენდიატების შესახებ – მომხსენებელი დეკანი, პროფესორი ლ. მასხულია;
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მე-8 სემესტრის სტუდენტთა პორტფოლიოს შეფასების კომისიის შექმნის შესახებ – მომხსენებელი დეკანი, პროფესორი ლ. მასხულია;
  • ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტური სემეცნიერო კონფერენციის შესახებ – მომხსენებელი დეკანი, პროფესორი ლ. მასხულია;


მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, ადმინისტრაციული კორპუსი, II  სართული, 122-ე ბრიფინგების ოთახი