2022 წლის 20 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ.№33) სხდომათა დარბაზში შედგება ფრიდონ ჯაფარიძის სადისერტაციო ნაშრომის „აჭარის რეგიონის მოსახლეობის ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია, პრევენციული ღონისძიებებისა და სტომატოლოგიური მომსახურების დაგეგმვა - ორგანიზაცია“ საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ნატალია შონია – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
მზია ბაქრაძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები:
თამარ შიშნიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ - ის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ირინა ბარბაქაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი;
დავით გელოვანი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.