ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის 2027-2028

ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის 2027-2028

თბილისში აშშ-ის საელჩო აცხადებს "ფულბრაიტის პროგრამას მკვლევარებისთვის” 2027-2028 აკადემიური წლის ყოველწლიურ კონკურსს ქართველი მეცნიერებისთვის.

პროგრამის მიზანია:

საქართველოს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების უმცროს და უფროს მკვლევრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ექსპერტებს მიეცეთ შესაძლებლობა, აშშ-ის წამყვან აკადემიურ დაწესებულებებში 3-დან 6 თვემდე ვადით განახორციელონ პოსტდოქტორული კვლევა, წაიკითხონ ლექციები ან შეათავსონ კვლევითი და სალექციო საქმიანობა. პროგრამა ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთგაგების გაღრმავებას და ქართულ-ამერიკული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.

მონაწილეობის ძირითადი პირობები:

  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში ან ევროპული/აშშ-ის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი;
  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სასწავლო და/ან კვლევითი საქმიანობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ზეპირი და წერილობითი ცოდნა (TOEFL-ის ან ენის ცოდნის სხვა ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის);
  • J-1 ვიზის მიღების უფლება.

რეგისტრაციის გრაფიკი:

  • ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათამდე
  • შორტლისტში შეყვანილ კანდიდატებთან გასაუბრება - 2026 წლის დეკემბრის დასაწყისში
  • საბოლოო შერჩევის შედეგების დადასტურება - 2027 წლის გაზაფხულზე


კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია, იხილეთ აქ.