გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია (COP31) 2026 წლის 9–20 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაიმართება.

თურქეთის თავმჯდომარეობის პირობებში, COP31-ის მთავარი აქცენტი გლობალური კლიმატური ვალდებულებების გაზომვად და პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაზე გაკეთდება.

COP31-ის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) მიერ შეიქმნა COP-SCIENCE - ინგლისურენოვანი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებს, აკადემიურ წრეებსა და ინდივიდუალურ მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ:

კვლევის შედეგები; 

ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტები; 

საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივები; 

აკადემიური ღონისძიებების ორგანიზების წინადადებები.

საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა, აკადემიური და სამეცნიერო წვლილი შეიტანონ COP31-ის ფარგლებში განსახილველი კლიმატური საკითხების შესახებ მუშაობაში. 

წინადადებების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმის მეშვეობით: academy.cop31.center.

დანართის სახით წარმოდგენილია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ნოტასა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) პრეზიდენტისა და COP31-ის აკადემიური წარმომადგენლის, პროფესორ ეროლ ოზვარის წერილი, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით დაწესებულებებს სთავაზობს, აკადემიური წვლილი შეიტანონ COP31-ის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე მუშაობაში.

იხ.დანართი აქ.