გამოფენა გამოფენების ცენტრში - “ექსპო ჯორჯია”

გამოფენა გამოფენების ცენტრში - “ექსპო ჯორჯია”

2013 წლის 15–16 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს განათლების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდება გამოფენების ცენტრში “ექსპო ჯორჯია” (თბილისი, წერეთლის გამზ. N.118)

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვდეს უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი სასწავლო პროგრამები: "დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა" და ქართულ–ფრანგული პროგრამა – "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი".

გამოფენის ორგანიზატორები: გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.