განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ

განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ

სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2024 წლის 20 მაისის ოქმი N-1 გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 10 ივლისს დაინიშნა მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.  

მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები:  

- განცხადება

- პირადობის მოწმობა ან პასპორტი

- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  აკადემიურ თანამდებობაზე, ჯანდაცვის მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

- რეზიუმე (CV)

- კანდიდატის სამოქმედო გეგმა 

- მედიცინის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. 

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 24 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 3 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე  სართული, ოთახი 210. ტელ.: 2 54 24 43.