განცხადება სსიპ  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის  არჩევნების  გამოცხადებისა და დანიშვნის თაობაზე

განცხადება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის თაობაზე

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 29 მაისის -- გადაწყვეტილებით, 2024 წლის  12  ივლისს დაინიშნა  სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები. 

დირექტორობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: 

ა) განცხადება არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის თაობაზე (ივსება ადგილზე);

ბ)პირადობის მოწმობის ან  პასპორტის ასლი;

გ) რეზიუმე (CV);

დ)ფარმაციის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ცნობა დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის  (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) შესახებ;   დირექტორობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, უნდა  აკმაყოფილებდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 

ვ) სამოქმედო გეგმა; 

დირექტორობის კანდიდატის   ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს. 

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს  და დასრულდება 5 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16: 00 საათამდე

მის. ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,  მეორე სართული, ოთახი 210 ტელ.: (032) 2 54 24 43