განცხადება სსიპ  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის  არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის თაობაზე

განცხადება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის თაობაზე

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 28 მაისის  ოქმი N4 გადაწყვეტილებით, 2024 წლის  11  ივლისს დაინიშნა  სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები. 

დირექტორობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის თაობაზე (ივსება ადგილზე);

ბ) პირადობის მოწმობის ან  პასპორტის ასლი;

გ) ბიოლოგიის ან მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (დაკავებული სამეცნიერო და ადმინისტრაციული თანამდებობის შესახებ;  დირექტორობის კანდიდატი, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, უნდა  აკმაყოფილებდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 

ე) რეზიუმე (CV)

ვ) სამოქმედო გეგმა;

დირექტორობის კანდიდატის  ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და დასრულდება 5 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11: 00 საათიდან 16:00 საათამდე. 

მის. ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210 ტელ.:(032) 2 54 24 43