თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით 2018 წლის 28 თებერვალს ჩატარდება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრ სტუდენტთა არჩევნები. ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 10:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათზე.
ხმის მიცემის პროცედურა გაიმართება: ა) მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთათვის თსსუ-ის მესამე სასწავლო კორპუსის სპორტის დარბაზში; ბ) სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტთათვის თსსუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის, ბიბლიოთეკის ცისფერ დარბაზში (მის. ვაჟა-ფშაველას 33 ა).