განვითარების პედიატრია  ჯანმრთელი მომავალი

განვითარების პედიატრია ჯანმრთელი მომავალი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ნეონატოლოგთა ასოციაცია აგრძელებს ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების სამწლიან პროგრამას, „განვითარების პედიატრია _ ჯანმრთელი მომავალი“.

პროგრამა მოიცავს უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ასპექტებს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის სფეროებში და ემსახურება ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლებათ ნეონატოლოგებს, პედიატრებსა და ზოგადი პროფილის ექიმებს, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

კურსები მსმენელთათვის არის უფასო. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

აღნიშნული პროგრამით უკვე გადამზადდა 200 - მდე ექიმი.

ტრენინგები და სემინარები ჩატარდება  13, 20 აპრილს, ასევე 4, 11, 18, 25 მაისს, 10:00 - 17:00 სთ-მდე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საბჭოების დარბაზი.