თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია აგრძელებს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას - „განვითარების პედიატრია - ჯანმრთელი მომავალი“.
კურსზე სრული დასწრებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემთვევაში, მსმენელს მიენიჭება 36 I ტიპის უპგ ქულა.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლებათ ნეონატოლოგებს, პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
კურსები მსმენელთათვის არის უფასო.
ტრენინგები ჩატარდება აღნიშნულ თარიღებში:
• 15, 22 თებერვალი
• 14, 21, 28 მარტი
• 11,18, 25 აპრილი
• 2, 16, 23 მაისი
• 19, 26 სექტემბერი
• 3, 10, 17, 24, 31 ოქტომბერი
• 7, 14, 21, 28, ნოემბერი
• 5 დეკემბერი
10:00 – 17:00 საათამდე.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი, I სართული, „ ცისფერი დარბაზი“.