17 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ოლივერ დევალდი და მისი მოადგილე, პროფესორი ფრიც მელერტი.
გერმანელი პროფესორები თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხავენ ლექციებს:
• კორონარული ქირურგია (პროფესორი მელერტი)
• თანდაყოლილი მანკების ქირურგია (პროფესორი დევალდი)
დასაწყისი: 15:30
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, II საკონფერენციო დარბაზი.