გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კონკურსი - Bridge2ERA EaP

გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კონკურსი - Bridge2ERA EaP

2019 წლის 7 ივნისს, გერმანიის მთავრობის განათლების და კვლევების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, გამოცხადდა „Bridge2ERA EaP„ კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ კვლევით სივრცეში ქვეყნების ჩართვის ხელშეწყობას, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით.  

პროგრამის მიზანია, გერმანიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო და უკრაინა) წარმომადგენლებმა შეძლონ პარტნიორობა და საერთო კვლევითი და ინოვაციური პროექტების განხორციელება, ასევე ჰორიზონტი 2020 პროგრამასთან (ასევე Horizon Europe) დაკავშირება და ინტენსიური და ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამა განკუთვნილია ყველა სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწე მკვლევრებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებით (Horizon 2020 & Horizon Europe) განსაზღვრულ თემატურ სფეროებში ღირებული წვლილის შეტანა. პროგრამა, დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ითვალისწინებს აკადემიური პერსონალის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელობას, ასევე ღონისძიებების, სემინარების და პროექტების ჩატარებას.  

Bridge2ERA EaP მხარდამჭერ პროგრამაში საპროექტო განაცხადის შეტანის უფლება აქვს გერმანულ მხარეს, რომელიც შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, არა-საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტი, სხვა დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ასევე მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs). საპროექტო განაცხადი გერმანულმა მხარემ უნდა შეიტანოს მინიმუმ ერთ პარტნიორთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყნიდან. კვლევით პროექტში შესაძლებელია სხვა პარტნიორების მონაწილეობა, თუ მათი ჩართულობა კვლევაზე პოზიტიურად აისახება. საპროექტო განაცხადი, რომელიც ამ ფარგლებში განხორციელდება, უნდა იყოს ხანგრძლივი და გააჩნდეს აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე რეგიონთან მდგრადი თანამშრომლობის პოტენციალი, რაც დადასტურებული და წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტურად.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 6 დეკემბერი. 

სასარგებლო ბმულები:

ბმული N1

ბმული N2

ბმული N3