გიგა სორდიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

გიგა სორდიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2023 წლის 26 დეკემბერს, 17:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება გიგა სორდიას სადისერტაციო ნაშრომის – „მცენარეული ბოჭკოს ეფექტი ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტების კლინიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

გელა სულაბერიძე - თსსუ-ის ზოგადი თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი 

ექსპერტები:

თამარ ყანდაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა #3 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ირმა მამაცაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა #1 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
დარეჯან მჟავანაძე - თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი