2025 წლის 22 ივლისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება გიორგი ჭოლაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ანთებითი მარკერების როლი კოვიდ-19-ით ინფიცირებული გულსისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტების დააავადების მიმდინარეობაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ია ფანცულაია - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
ლევან რატიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ნუნუ მიცკევიჩი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ირინე ანდრონიკაშვილი - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
შალვა პეტრიაშვილი - ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.