2024 წლის 3 ივლისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება გიორგი აფხაზავას სადისერტაციო ნაშრომის - „რენტგენოლოგიური მეთოდების მნიშვნელობა საზოგადოებაში შეძენილი პედიატრიული პნევმონიის ვირუსული და ბაქტერიული ეტიოლოგიის დიფერენცირებაში, მკურნალობის ტაქტიკის და პროგნოზის განსაზღვრაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ივანე ჩხაიძე - თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ ნემსაძე - თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ექსპერტები:
ოთარ ტატიშვილი - ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
მარინა ალფაიძე - თსსუ-ის ულტრასონოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
მაია ხერხეულიძე - თსსუ-ის პედიატრიის #1 დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი