2026 წლის 11 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება გიორგი მგელაძის სადისერტაციო ნაშრომის - „ნოზოკომიური პნევმონიის ინფექციური კონტროლის მიკრობიოლოგიური ასპექტების შესწავლა პრევენციული ღონისძიებების ოპტიმიზაციისთვის“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
შორენა ხეცურიანი - თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ელენე პაჭკორია - თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
შოთა ცანავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
დავით გელოვანი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.